четверг, 13 ноября 2008 г.

მარშრუტი თბილისი-ალავერდი

კახეთი საქართველოს აღმოსავლეთი პროვინციაა. გავივლით თბილისის აღმოსავლეთ ნაწილს, რომელიც სამგორის ველზე გადის და ლილოს შემდეგ გადავდივართ მდ. ლოჭინის ხევზე. აქედან იწყება კახეთი.

ლოჭინის ხევიდან მარჯვნივ სოფელი ვაზიანია ხოლო მარცხნივ ისტორიული სიფელი მარტყოფი. აქ 1625 წ. გაიმართა მარტყოფის ომი.

სოფ. ხაშმის მარჯვენა მხარეს ნავთობის ჭაბურღილებია და მუდმივი ცეცხლის ალი მოსჩანს . ამ მიდამოებში წარმოებს ნავთობის მოპოვება . გეოლოგები ვარაუდობენ დიდ მარაგს, აქაური ნავთობი ძალიან მაღალი ხარისხისაა.

პატარძეული --- ჩვენს თვალწინ იშლება სამშობლო, XX საუკუნის უდიდესი პოეტის და მეცნიერის, აკადემიკოს გიორი ლეონიძისა . სოფლის ცენტრში პოეტის მემორიალური სახლ მუზეუმია.

პატარძეულიდან საგარეჯოში შევდივართ, ქალაქის შესასვლელში მარცხნივ კიდევ ერთი ისტორიული სოფელი ნინოწმინდაა. აქ ნინო კაბადოკიელს დაუხანია როდესაც კახეთს ქრისტიანობაზე მოსაქცევად ეწვია. საგარეჯოდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალს შეგხვდებათ მთის ფერდობზე შეფენილი ნაკრძალი. ნაკრძალი კომპლექსურია და იცავს ფლორას და ფაუნას.

მანავის შესასვლალში ვენახებია გაშენებული. აქ ცნობილი ყურძენი “მანავის მწვანე” მოყავთ, რომლისგანაც ძალზედ არომატული და სასიამოვნო ღვინოს აყენებენ. მეცნიერბი ფიქრობენ რომ საქართველო ის ქვეყანაა სადაც პირველად მოხდა ვაზის მოშენება და ღვინის დამზადება.

კაჭრეთი ივრის ზეგანზეა, სადაც მოქმედებს წისქვილ-კომბინატი. ჩალაუბნიდან გზა სიღნაღისკენ მიდის.

ქალაქი სიღნაღი როგორც მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი XVIIIს-ში ჩამოყალიბდა. ქალაქი შემოვლებულია ციხე-გალავნით და გადაჰყურებს ალაზნის ველს. შორს მოჩანს კავკასიონის თოვლიანი მთები. აქვე ახლოს ბოდბის ცნობილი ქალთა მონასტერია. აქვეა დაკრძალული წმინდა ნინო.

ბაკურციხე მნიშვნელოვანი ისტორიული ცენტრია იგი იყო რეზიდენცია კახეთის ერისთავების.

კოლაგი ვაჩნაძეთა სოფელი. ამ სოფლიდან იყო ცნობილი ქართველი მსახიობის ულამაზესი ქალბატონის ნატო ვაჩნაძის პირველი მეუღლე მარაბ ვაჩნაძე. ნატო მამით ანდრონიკაშვილი იყო.

ვეჯინი დიდი და ძველი სოფელია. ეს სოფელი XI ს-დან არის ცნობილი, როცა მეფე გიორგიმ ვეჯინის ციხეს ალყა მოხსნა და აჯამეთის ტყეში წავიდა ტახზე სანადიროდ.

სოფ. გურჯაანში იმყოფება ორგუმბათიანი ტაძარი, რომელიც ერთად-ერთია საქართველოში.

ქალაქი გურჯაანი კახეთის გულია. ქალაქში დაახლოებით 20000 ადამიანი ცხოვრობს. ვარაუდობენ რომ მისი ისტორია XVIIს-ში იწყება. გურჯი ქართველს ნიშნავს თურქულად და აქედან წარმოიშვა ქალაქის სახელი. გურჯაანზეა მიბმული კურორტი ახტალა, აქ ვულკანური წარმიშობის ტალახი ამოდის მიწის სიღრმიდან. Aამ ტალახით მკურნალობენ სახსრებს , კანისა და სხვა დაავადებებს

წინანდალი საქვეყნოდ ცნობილია როგორც ყურძნისა და ღვინის სამშობლო. აგრეთვე სამშობლო ცნობილი პოეტისა ალექსანდრე ჭავჭავაძისა. წინანდალში დაცულია ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, დიდებული ტყე-პარკით და ღვინის ქარხნით.

თელავი კახეთის ყველაზე დიდი დასახლებაა. ეს იყო კახეთის სამეფოს დედაქალაქი 150 წლის მანძილზე. ქალაქის ცენტრში აღმართულია მერაბ მერაბიშვილის მეფე ერეკლე II-ს ქანდაკება, ერეკლეს წყარო და თელავის 800წლიანი ჭადრის ხე დგა.

იყალთოს აკადემია, ქართული კულტურის უდუდესი კერა XII ს-ში 1120წ გაიხსნა. აკადემიის პირველი რექტორი არსენ იყალთოელი იყო. იგი აქვე მცირე ტაძარშია დაკრძალული. არსენ იყალთოელი იყო მოწაფე გელათის აკადემიის სახელგანთქმული რექტორის იოანე პეტრიწის. აქ ეუფლებოდნენ ცოდნის მრავალ სფეროს. ეს ერთად-ერთი აკადემია იყო მსოფლიოში სადაც მევენახეობა—მებაღეობა ისწავლებოდა. გადმოცემოთ ამ აკადემიაში სწავლობდა შოთა რუსთაველი.

ალავერდი ჩვენს წინაშე აღიმართა გრანდიოზული ტაძარი., რომლის სიმაღლე 53 მეტრია, სიგრძე 42 მ. და სიგანე 27 მ. ის ახმეტის რაიონში ალაზნის ველის ცენტრში მდებარეობს. ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე იყო წარმართული სალოცავი. VI ს-ში აქ მოვიდა ერთ-ერთი ასირიელი მამა და იოსებ ალავერდელი და დააარსა მონასტერი. იგი აქვეა დასაფლავებული. XV ს-დან ალავერდი კახეთის მეფეთა საძვალე იყო.